20%
ახალი
ინგლისური ენის გრამატიკა | Intermediate B1+

ინგლისური ენის გრამატიკა | Intermediate B1+

ეს წიგნი განკუთვნილია საშუალო დონის (B1+) მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ, საფუძვლიანად შეისწავლონ ინგლისური ენის გრამატიკა, რათა შეძლონ უშეცდომოდ წერა და საუბარი როგორც ყოველდღიურ, ისე აკადემიურ ან ბიზნესგარემოში. სახელმძღვანელო სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის ინგლისური ენის სტანდარტს და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

წიგნის გამოყენება შესაძლებელია როგორც საკ­ლასო სახელმძღვანელოდ, ისე ინდივიდუალურად, თვითმასწავლებელ რესურსად.

წიგნი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. თეორიული ნაწილი მოიცავს 154 თავს და ფარავს ინგლისურის გრამატიკას სრულად, დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებითა და წინდებულებით. სახელმძღვანელოს პრაქტიკულ ნაწილში წარმოდგენილია თითოეული თავის შესაბამისი გრამატიკული სავარჯიშოები.

 

სახელმძღვანელოს პრაქტიკული ნაწილი მოი­ცავს სხვადასხვა ტიპის გრამატიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც ორიენტირებულია გრამატიკის სიღ­რმისეულ გააზრებაზე. გარდა სავარჯიშოებისა, წიგნში ასევე წარმოდგენილია ელექტრონული ინტერაქციული ქვიზები, რომლებზე გადასვლაც QR კოდის დასკანერებით შეგიძლიათ. ქვიზი თითოეული პასუხის შემდეგ გეუბნებათ, რატომ არის ეს პასუხი სწორი ან არასწორი. ასეთი ინტერაქციული ქვიზები გაძლევთ არა მხოლოდ მიღებული ცოდნის შემოწმების, არამედ  გავლილი მასალის გამეორების შესაძლებლობას.

 

სრულად